Georgian Gastro Guide • ბორჯომის გასტრონომიული გიდი

Kitchen/Cooking

Discover new tastes of delicious recipes from Georgia

0:48
ახალი რუბრიკა: გასტრონომიული დღიურები! მალესტატიების და რეცეპტების ციკლი! ესმა კუნჭულია სპეციალურად "ბორჯომის გასტრო გიდისთვის " წარმოგიდგენთ გასტრონომიულ დღიურებს, სადაც დაწვრილებით გაგაცნობთ XXI საუკუნის კულინარიულ ტენდენციებს, ვარსკვლავ შეფებს, კულინარიულ მოდას, მოდურ ინგრედიენტებს, კონცეფციებს და ა.შ. ამჯერად ეპიცენტრშია: ესპანეთი - მადრიდი და ბარსელონა! "დღეს მსოფლიო გურმანების და შეფების გასტრონომიული ყურადღება მიპყრობილია უდიდეს საერთაშორისო კონგრეს მადრიდ ფუჟენზე, რომელიც წელს უკვე მე-15-ე იუბილეს ზეიმობს. Madrid Fusion-ს აქვს თავისი მისია: წელიწადში ერთხელ შეკრობოs მსოფლიოში ცნობილი შეფები (სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ ძირითადი სტუმრები ესპანურენოვანი ვარსკვლავები არიან) და ერთმანეთს გააცნონ სიახლეები. კონგრესის დარბაზში ნემსის ჩასაგდები ადგილი არ არის, ინფორმაცია ki ზღვა და ოკეანეა. მე შესაძლებლობა მაქვს ყველა შეფს შევხვდე, თუმცა მათმა უმრავლესობამ, სამწუხაროდ, ინგლისური არ იცის. კონგრესიც ესპანურ ენაზე მიმდინარეობს, თუმცა მე სინქრონულ ინგლისურს ვიყენებ. სამწუხაროდ, კონგრესის დარბაზში არ არის ინტერნეტი და ამიტომ ლაივებს ვერ გთავაზობთ, მაგრამ რომც მქონოდა ჩართვის შანსი - ესპანური ენის არმცოდნები მაინც ვერ მოისმენდნენ:)))) მოკლედ, ბორჯომის გასტრონომიული გიდისთვის და ჩვენი მკითხველისთვის - მაქვს უამრავი საინტერესო მასალა, რომელსაც თანდათან მოგაწვდით. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ უნიკალური საინორმაციო ბანკი და ჩვენს მკითხველს გასტრონომიული მსოფლიოს განვითარების ტენდენციები გავაცნოთ". ესმა კუნჭულია/მადრიდი/ 2017 /24 იანვარი
2 years ago